ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს გამოფენა მიეძღვნა
26-04-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.
მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნისა და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეთა აღზრდის მიზნით სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული აქტივობები სკოლაში ხშირად ტარდება.
„უფრო მდგრადი მსოფლიოს შექმნის მიზნით და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული იმ პრობლემების მოგვარების საქმეში მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნებშია ჩამოყალიბებული, აუცილებელია თითოეული ადამიანის მონაწილეობა მდგრადი განვითარებისათვის საჭირო ცვლილებების განხორციელებაში.
მდგრადი განვითარების მიღწევა წარმოუდგენელია განათლების გარეშე და მდგრადი განვითარებისათვის განათლება არის ის გზა, რომელიც სწორ მიმართულებებს გვთავაზობს, რომელიც საშუალებას მოგვცემს ახალგაზრდა თაობას მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და ვიმოქმედოთ როგორც პასუხისმგებელმა მოქალაქეებმა, როგორც ამჟამინდელი ისე მომავალი თაობების სასიკეთოდ.
პედაგოგები (დ. აბულაძე და ქ. სულამანიძე) ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს მრავალმხრივი ცოდნა და ინტელექტი ჰქონდეთ. იყვნენ სოლიდარულები როგორც ადამიანებისადმი ასევე ბუნების მიმართ, რომ ყველანი ერთად უნდა ვზრუნავდეთ და ვუფრთხილდებოდეთ ჩვენ სახლს - დედამიწას.
აღნიშნულ თემაზე მოსწავლეებმა საინტერესო გამოფენა მოაწყვეს, მოიძიეს ინფორმაციები და ვრცლად ისაუბრეს, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი გარემოს დაცვის მხარდამჭერი ღონისძიებების გამართვა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203