დაგვას საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგს, თამარ ხოზრევანიძეს იუბილე განსაკუთრებულად მიულოცეს
26-04-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან და ლამაზ თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
სკოლაში ამჯერად, 14 აპრილი დედაენის დღე და დაწყებითი კლასების პედაგოგის, თამარ ხოზრევანიძის 60 წლის იუბილე იზეიმეს.
ამაგდარ და ღვაწლმოსილ პედაგოგს იუბილე ყოფილმა და მოქმედმა მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, დირექციამ, ადმინისტრაციამ და ასევე, ბერძნულ-ქართული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ თამარ ხოზრევანიძემ არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდა ქვეყანას და მისი ღვაწლი განათლებაში უდიდეს როლს ასრულებს.