ჟდანოვის საჯარო სკოლის მე-6 და მე-4 კლასებში აღდგომას მრავალფეროვანი ღონისძიებები მიეძღვნა
26-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულს ღონისძიებები მიეძღვნა. 

დღესასწაული მე-6 და მე-4 კლსებში დიდი ზეიმით აღინიშნა. აქტივობების ხელმძღვანელები კლასების დამრიგებლები ზარუჰი აკობიანი და გრატა ჰაროსიანი იყვნენ. 

მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარმოადგინეს და აღდგომა ყველას მიულოცეს. 

ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203