კალის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
26-04-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში 22 აპრილს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომლის სამიზნე ჯგუფი ამავე სკოლის I-VII კლასების მოსწავლეები იყვნენ.

ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა: თეონა ლუარსაბოვმა და კესო ქობალიამ გაუკეთეს.

მოსწავლეთა მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა კიდევ ერთხელ დააფიქრა ისინი გარემოს მდგრადი განვითარების აუცილებლობაში, რაც გამოიხატება ბუნებისადმი რაციონალურ მოპყრობასა და მომავალი თაობებისადმი მის დაუზიანებლად გადაცემაში.

ამ მიზნიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, სადაც დაიტანეს საკუთარი ხედვა იმ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რითაც გარემოზე მიყენებული უარყოფითი ეფექტი მინიმალური გახდება და ამასთანავე კაცობრიობის მზარდ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ძალზე საინტერესო გამოვიდა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორ მასწავლებლებს და მასში ჩართულ მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203