სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
სკოლაში ამჯერად, დედამიწის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა. მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თემატური ნამუშევრები, პლაკატები და ნახატები შექმნეს.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღესდღეობით 193 მეტ ქვეყანაში აღინიშნება.