დედამიწის კვირეული საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში
26-04-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა. 

დედამიწის კვირეული 14-დან 21- აპრილამდე გაგრძელდა. 

მოსწავლეები ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის გაკვეთილების ფარგლებში გაეცნენ BBC-ის  სამეცნიერო ფილმებს - „პლანეტა დედამიწა“. ყოველ ფილმში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საარსებო გარემო: მთები, კუნძულები, საძოვრები, ტროპიკული ტყეები, ქალაქები.

ყოველი ფილმის შემდეგ გაიმართა მოსწავლეებთან დისკუსია იმის შესახებ თუ რომელი ცოცხალი არსებები, როგორი ბუნებრივი მოვლენები და რა სახის ურთიერთობები იყო ფილმში განხილული.

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ პროცესში.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. დედამიწის დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203