ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქტივობები მიუძღვნეს
26-04-2022
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღნიშნვას შეუერთდნენ.
ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი თემატური ნამუშევრები შექმნეს, გარემო გაამწვანეს და სკოლის ეზოში ცარცით წარწერები დაიტანეს.
ისინი დედამიწის მოფრთხილების აუცილებლობასა და მნიშვნელობას კარგად იაზრებენ. შესაბამიად, აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.