„ჩვენ ვზრუნავთ დედამიწაზე!“- ხაშურის N7 სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
26-04-2022
ხაშურის N7 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეები შესაბამისად გამოეწყვნენ, ზეიმი გამართეს და მრავალფეროვანი ნომრები წარადგინეს. 

ღონისძიებას ორგანიზება ეკოკლუბ „მწვანე ოცნების“ წევრებმა გაუწიეს. მის დაგეგმვასა და მიმდინარეობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია მეტივიშვილი, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ანა ტაბატაძე და კლასის დამრიგებელი ლალი ქიმერიძე.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„ჩვენ ვზრუნავთ დედამიწაზე". 
ასე ლამაზად და საინტერესოდ აღნიშნეს დედამიწის დღეს მეორეკლასელმა მოსწავლეებმა.
მდგრადი განვითარების მე-15 მიზანი - დედამიწის ეკოსისტემები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203