ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში მცენარეები დარგეს და გარემო გაამწვანეს. აღნიშული თარიღის შესახებ ისაუბრეს.
ისინი აქტივობაში პედაგოგ მარინე ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით, დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: