აქტივობებით გაჯერებული შემოქმედებითი აპრილი საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში
26-04-2022

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში აპრილში მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გაიმართა.

სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს და ნამუშევრები შექმნეს. აღინიშმა დედამიწის დღესც. მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს, სადაც გარმოს დაცვის მბიშვნელობაზე ხაზგასმით იყო საუბარი. 

მათ შუქიც გამორთეს, მიწაზე შაქარი მოაბნიეს და დედამიწა დაატკბეს. 

„აპრილის თვე დიდი ხმაურით მიმდინარეობს ჩვენს პატარა სკოლაში. მოციმციმე გოგო –ბიჭებმა უამრავი აქტივობით იჯერეს გული. ჯერ 14  აპრილი „დედაენის დღე“ აღვნიშნეთ. ჩვენი ლამაზი ეზოს ედემივით სიმწვანეში, სადაც ულამაზესი დეკორაციებით აღფრთოვანებულებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ცეკვითაც მოგვაწონეს თავი. ბოლოს კი მრავალი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

21 აპრილი კი, როგორც ვიცით „დედამიწის დღეა“, რომელიც საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანი იყო მოსწავლეებს კიდევ უკეთესად გაეგოთ დედამიწის არსი, რომელიც ჩვენი სახლია და მას დაცვა, მოვლა და მზრუნველობა სჭირდება. აუცილებელია, აქედანვე იმის ცოდნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ ადამიანს იმ პლანეტის წინაშე, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს უზრუნველყოფს და ყოველგვარი სიკეთით ისევ ჩვენ გვაჯილდოვებს.
ამ ყოველივეს გააზრების შემდეგ პატარებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც  კიდევ ერთხელ აღნიშნეს დედამიწაზე ზრუნვის მნიშვნელობა, რომელიც შემდეგ ისევ მოსწავლეებს დაურიგეს. გამოჭრეს და გააფერადეს თვალსაჩინოება და კედლის დაფაზე მოათავსეს, სკოლის ეზოში მდგარი დედამიწის მოდელი კი მოხატეს  ულამაზესი ფერებით. ასევე გამორთეს შუქი და ამით ცოტაოდენი ტვირთი შეუმსუბუქეს მას, ბოლოს კი  თითოეულმა მოსწავლემ თავისი წილი შაქარი მოაყარა და დაატკბო ესოდენ ძვირფასი და სანუკვარი დედამიწა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

                                                                                                                                                         

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203