„გაზაფხული ჩვენს ეზოში“ - ქუტირის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო შემოქმედებითი აქტივობა
26-04-2022
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, ირინა უგულავასთან ერთად პროექტი -„გაზაფხული მოვიდა“ განახორციელეს.

მოსწავლეებმა იმერული ეზოს ესკიზი აქტივობით -„გაზაფხული ჩვენს ეზოში“ შექმნეს.

ნიჭიერმა გოგო-ბიჭებმა გააფართოვეს ფანტაზიის ჰორიზონტი და არაჩვეულებრივი მაკეტი გააკეთეს. რას არ ნახავთ ულამაზეს ეზოში: კრუხი თავისი წიწილებით, ღობის კუთხეში ავი ცუგა, იქვე ზარმაცი ფისო, ათასფერადი ყვავილები, პატარა აუზი მოცურავე კუთი, დასასვენებელი კუთხე, ულამაზესი იმერული ღობე, პატარა სახლითა და პატარა დიასახლისით.

მოსწავლეებმა მოწნეს საღდგომო კალათა, ჩათესეს ჯეჯილი და ჩაალაგეს წითელ-წითელი კვერცხები. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს მასწავლებლებს ბოლოს კი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, დარეჯან ფრანგიშვილმა ბავშვებს მაკეტში არსებული საგნები რუსულად ათქმევინა.

პროექტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ და რუსული ენის მასწავლებელმა ინტეგრირებულად განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორი ზურაბ თოდუა გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203