ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთნენ. სკოლაში, თარიღთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია მოეწყო. მოსწავლეებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დიდი მონდომებით დაასუფთავეს. ასევე, თემატური ნამუშევრებიც შექმნეს.
აქტივობა მასწავლებელის ანნა პეტროსიანის ინიციატივითა და დირექტორ ქნარიკ ჩივჩიანის ნებართვით გაიმართა.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
„შაბათობაზე მონაწილეობას იღებდნენ მაღალი კლასების მოსწავლეები, უმცროსები კი ეხმარებოდნენ მათ. მე-9 კლასის მოსწავლეების გაკეთებული საქმე სამაგალითო იყო“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: