წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა ქიმიაში საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
26-04-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში კომპლექსური დავალებები აქტიურად ხორციელდება.
ამჯერად, 20 აპრილს VIIIბ კლასში ქიმიის გაკვეთილზე კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპი ჩატარდა.
თემა: ელემენტთა ორგანიზების პრინციპები, ხოლო საკითხი: მეტალები და არამეტალები, მდებარეობა და მათი თვისებების პერიოდულობა იყო.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისაუბრეს: ელემენტთა განლაგების კანონზომიერებაზე ჯგუფებსა და პერიოდებში, გაეცნენ მეტალებსა და არამეტალებს, მათ ფიზიკურ თვისებებს და მდებარეობას პერიოდულ სისტემაში. სიმულაციის გამოყენებით ააგეს ატომთა მოდელები და ისაუბრეს მათი შედგენილობის შესახებ.
აღსანიშნავია, გაკვეთილს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, სასწავლო ნაწილი დალი სილაგაძე, კათედრის თავმჯდომარე ირინა ალავიძე ესწრებოდნენ. კლასის დამრიგებელი კი ლელა მანდარია, ხოლო საგნის მასწავლებელი თათია ივანეიშვილი გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203