ბუთურაულის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა
26-04-2022
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა.

სკოლის V კლასში პედაგოგმა, ხათუნა დავითაძემ დედამიწის დღესთან დაკავშირებით ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ბიოლოგიის მასწავლებელმა, ხათუნა დავითაძემ მოსწავლეებთან ერთად როგორც საკლასო ოთახში, ასევე სკოლის ეზოში რამდენიმე საინტერესო აქტივობა განახორციელა.

მოსწავლეებმა თემატური პლაკატები შექმნეს, წაიკითხეს ლექსები და შთაბეჭდილებები ნახატებით გადმოსცეს.  ასევე, სკოლის ეზოში ყვავილოვანი მცენარეები დარგეს.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. პირველად 1970 წელს აღინიშნა, დღესდღეობით 193 მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203