ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
სკოლაში ამჯერად, დედაენის დღე აღინიშნა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ის ფაქტები გაიხსენეს, როდესაც ენის სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრებოდა და ისიც, თუ როგორი ერთიანი იყო ქართველი ერი.
ფაქტები ვიდეორგოლების საშუალებით იყო წარდგენილი. მოსწავლეებმა იმღერეს და დედაენაზე ლექსები წაიკითხეს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის მიხედვით ინსცენირება მოაწყეს. ასევე, იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს.