„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ - გარემოსდაცვითი კვირეული ოზაანის საჯარო სკოლაში
26-04-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული - „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა დედამიწის თემაზე პლაკატები და ნახატები შექმნეს. კვირეულის ერთი დღე დაეთმო დასუფთავების და გამწვანების აქციას - „დავასუფთავოთ დედამიწა“.

21 აპრილს კი დასკვნითი ღონისძიება - „პლანეტა მესამე ორბიტაზე“ ჩატარდა სადაც, V-VI-VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203