„ეს დედამიწა ჩვენია!“ - საყუნეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. მე-10 კლასის მოსწავლეებმა, 22 აპრილთან დაკავშირებით, აქტივობა „მსოფლიო კულტურის“ გაკვეთილზე განახორციელეს.
მოსწავლეებმა დახატეს დედამიწა და ყვავილებით გააფორმეს. მათ სურდათ ამ აქტივობით ეთქვათ, რომ - ეს დედამიწა ჩვენია და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მას და გარემოს რომელშიც ვცხოვრობთ. აქტივობა მოსწავლეებს მასწავლებელმა დიანა ვედიაკოვმა შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.
იხილეთ ფოტოები: