ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
26-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
სკოლის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს. მათ გარემოს დაცვისა და დაბინძურების გამომწვევი ფაქტორების შესახებ ვრცლად ისაუბრეს, როგორიცაა ადამიანის მიერ გაჩეხილი ტყეები, მდინარეებში, მთებსა და ზღვებში მომწამლავი ნივთიერებების კონცენტრაცია და ა.შ. შექმნეს პოსტერი -„ბუნების ბრძოლა“ და აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
„მოსწავლეებმა ბიოგრაფიის მასწავლებლის ვ.სეირანიანის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღის აღსანიშნავად, გაიმართეს გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიება. მოგვაწოდეს ინფორმაცია. თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ დედამიწას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს