ქართული ენის მრავალფეროვანი კვირეული თბილისის N102 საჯარო სკოლაში
26-04-2022
თბილისის N102 საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განახორციელეს. 

მათ ციტატები „ვეფხისტყაოსნიდან“ მრგვლოვანი ანბანით დაწერეს, მათმა უმეტესობამ ამისთვის დაძველებული ქაღალდი გამოიყენა. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

„პროექტის ფარგლებში ,მოსწავლეებმა მრგვლოვანი ანბანით დაწერეს ციტატები ,ვეფხისტყაოსნიდან“. მოსწავლეთა უმეტესობამ ციტატები დაძველებულ ქაღალდზე დაწერა (თ.ასლამაძე, ქ.ხვინთელანი, ა.ნოდია, ა,ზუბაშვილი, ნ.გვაზავა, ე.ლომჯარია, ქ.ჭანტურია, მ.ფაციაშვილი)“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:



 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203