ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აქტივობები მიუძღვნეს
26-04-2022
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებულად იზეიმეს.

მოსწავლეებმა აღდგომის დღესასწაულს აქტივობები მიუძღვნეს, რომლის ფარგლებშიც სპეციალური პოსტერი დაამზადეს და სააღდგომო თემატიკით გააფორმეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვან მოვლენებს მუდამ აღნიშნავენ და ყოველთვის საინტერესო, მრავალფეროვან ღონისძიებებს უძღვნიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203