გაიცანით, ეკოდამცველი მოსწავლეები ქვემო ნატანების საჯარო სკოლიდან
26-04-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ღონისძიება დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ამ დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო ფერადი ბუკლეტები დაამზადეს, რომლებიც შემდეგ სკოლის დანარჩენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დაურიგეს.

ბავშვებმა სკოლის ეზოს სილამაზეზეც იზრუნეს და მცენარეები დარგეს, ამით კიდევ ერთხელ გამოიჩინეს მზრუნველობა ჩვენი პლანეტის, დედამიწის მიმართ. 

მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ასევე, ფერადი ცარცების საშუალებით სკოლის ეზო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი სიმბოლური ნახატებით მოხატეს.

აღნიშნული აქტივობები კი ბიოლოგიის მასწავლებლის, ანა მენაღარიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203