ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი კალენდარი შექმნეს
26-04-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი კალენდარი „წელიწადის 12 თვე“ შექმნეს. 

კალენდრის შექმნა სასკოლო პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში დაიგაგმა. გაიმართა კონკურსი, რომელშიც V-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჟიურიმ 12 საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია და კალენდარიც აეწყო. 

კალენდრის 1 ფურცლებზე ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ შესრულებული ნახატებია შესრულებული.

აქტივობის ხელმძღვანელი პედაგოგი ია კლდიაშვილი იყო.

„გამზადდა კალენდარი, რომელიც შედგება 12 ფურცლისაგან, თითოეულ ფურცელზე ერთი მხრიდან განთავსებულია კალენდარი, მეორე მხრიდან ნახატი ჯანსაღი ცხოვრების წესზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203