იხტილის საჯარო სკოლის მე-2 კლასში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა
26-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა.
აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებული ღონისძება მე-2 კლასში გაიმართა. მოსწავლეებმა იმღერეს, დღესასწაულზე ისაუბრეს და აქტივობებში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
გარდა ამისა, მეორეკლასელებმა დიდი ენთუზიაზმით სააღდგომო ნუგბარი წარმოადგინეს. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აქტივობის ხელმძღვანელი პედაგოგი ჟანნა ბახჩაგულიანი იყო.