თბილისის N102 სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო-შემეცნებითი გაზეთი გამოუშვეს
26-04-2022
თბილისის N102 საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა. 

მათ შორის, ერთ-ერთი საინფორმაციო-შემეცნებითი გაზეთის დამზადება იყო. 

მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, გაზეთი ააწყვეს და შემდეგ საბაზო საფეხურის მოსწავლეებს დაურიგეს. 

„დედაენის დღესთან დაკავშირებით, კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა (ე. ჯალაღონია, ე. გიუნაშვილი, ქ. ხვინთელანი) დაამზადა ერთჯერადი საინფორმაციო-შემეცნებითი გაზეთი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203