დედაენის დღესასწაული ზედაეწერის საჯარო სკოლაში
26-04-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, სადაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები პედაგოგების, დამრიგებლებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ.

დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა პრეზენტაცია და მხატვრული ნომრები წარადგინეს.

აღნიშნული თარიღი 1978 წლის 14 აპრილის დრამატულ მოვლენებს უკავშირდება, რა დროსაც რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

სტუდენტური მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. 1990 წლიდან, ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203