ქუთაისის N40 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, შთამბეჭდავი პრეზენტაციები გამართეს
26-04-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-7, „ბ“ და „გ“ კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ფარგლებში, შთამბეჭდავი პრეზენტაციები წარადგინეს. 

მათ ბუკლეტები შექმნეს და ამავე სკოლის კურსდამთავრებულ, ამჟამად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტ ქეთევან უფლისაშვილს უმასპინძლეს, რომელმაც საინტერესო პრეზენტაცია გამართა. ის ჯანსაღ კვებასა და მის მნიშვნელობას შეეხო.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ბოლოს, შეხვედრის ორგანიზატორმა შორენა დანელიამ  ღონისძიება შეაჯამა. დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა შეხვედრა და წარმატებები უსურვა ყველა მოსწავლეს.

„მოსწავლეებმა (დამრიგებლები შ. დანელია, ვ. კვირიკაშვილი ი. შავგულიძე) სასწავლო პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი" ფარგლებში წარმოადგინეს ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი პრეზენტაციები.
უმცროსი ექიმი შეეხო და საინტერესოდ განიხილა ყველა ის საკითხი, რომელიც შეეხებოდა ჯანსაღ კვებას და ჯანსაღ ცხოვრებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203