„გამარჯვებები ტრადიციად ვაქციოთ...“ - თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მორიგი სპორტული წარმატება
26-04-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის სხვა სკოლების მოსწავლეებს ოლიმპიადებსა თუ სპორტულ ღონისძიებებში ტოლს არ უდებენ. სკოლა მცირე კონტიგენტიანია (სულ 21 მოსწავლე).
ამჯერად, 15 აპრილს აჭარის განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოლიმპიადის ფარგლებში მაგიდის ჩოგბურთსა და გეზრბენში (ამანათრბენი) სკოლა მოსწავლეებმა კვლავ ასახელეს და ორივე შეჯიბრში საპრიზო მე-3 ადგილი დაიკავეს.
სასახელო მოსწავლეების პედაგოგი კი გრიგოლ შანთაძეა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დევიზი - „გამარჯვებები ტრადიციად გადავაქციოთ...“ გახლავთ, რომელსაც ნამდვილად ამართლებენ.