ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის დღეს აქტივობა მიეძღვნა. მოსწავლეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, სანთლები დაანთეს, თემატური ნამუშევრები შექმნეს და განვითარებული მოვლენების შესახებ ვრცლად ისაუბრეს.
სკოლაში მოეწყო გამოფენაც.
აქტივობის ინიციატორი ვარდითერ იუზბაშიანი იყო.
„ყოველ წელს, ამ დღეს, ჩვენ ვახსენებთ მათ, ვინც ემსხვრეპლა ოსმალეთის პერიოდის სომეხთა გენოციდს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: