თბილისის N119 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა
26-04-2022
თბილისის N119 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგების (ხ. კოჭლამაზაშვილი და მ. მუშკუდიანი) ხელმძღვანელობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეული წარმატებით დაასრულეს.
კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა, რომელშიც ძირითადად დაწყებითი და საბაზო საფეხურის კლასები მონაწილეობდნენ. V კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კომპლექსური დავალების - „მოლაპარაკე მაისურების“, პრეზენტაციები გააკეთეს; მათ აგრეთვე სკოლის შიდა ეზოში დეკორატიული მცენარეები დარგეს და საკლასო ოთახის კედლებიც გარემოს დაცვითი თემატიკის პოსტერებით „აალაპარაკეს“.
რაც შეეხება დაწყებით და საბაზო საფეხურის კლასის მოსწავლეებს, მათ გამოფინეს პოსტერები, პლაკატები და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე VIII-IX კლასის მოსწავლეებმა დარგეს გლდანი-ნაძალადევის მუნიციპალიტეტის მიერ გამოგზავნილი კვიპაროსის ნერგები; ასევე, VIII კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული კვირეული სემინარით დააგვირგვინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203