ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას კედლის გაზეთი მიუძღვნეს
26-04-2022
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის პირველკლასელებმა, მე-4 კლასის მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგ ელისო გედენიძის ხელმძღვანელობით, დედაენის დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთი შექმნეს; მოსწავლეებმა ასევე, დედაენაზე შექმნილი ლექსებიც წაიკითხეს.

კედლის გაზეთში დედაენის დღის დაარსების ისტორიაა დატანილი, აღწერილია დედაენის ძეგლის ისტორია, „როგორ დაიწერა დედაენა“. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის უდიდესი ღვაწლი და შემოქმედება.

აღსანიშნავია, რომ ქუტირის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ თოდუა გახლავთ, რომელიც მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შესაქმნელად მუდამ თავდაუზოგავად შრომობს. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203