სენაკის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
26-04-2022
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელეთათვის 22 აპრილის, დედამიწის დღის აღნიშვნა ტრადიციად იქცა.
პედაგოგმა, შორენა ნოდიამ მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა აქტივობა დაგეგმა.
მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია, თუ რა ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას დედამიწა, უყურეს სლაიდებს - „დედამიწა ჩვენი სახლია“, „დედამიწა ავადაა“, „როგორ დავეხმაროთ დედამიწას“ და ა.შ.
ასევე, გამართეს დისკუსია, იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე მათ შეუძლიათ თავად დაიცვან, გაუფრთხილდნენ დედამიწას და სხვებსაც მიაწოდონ ინფორმაცია რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას როგორც საკუთარ სახლს მოვლა, გაფრთხილება და პატრონობა უნდა.
ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნეს პოსტერები, პლაკატები და ბუკლეტები. პრეზენტაციის შემდეგ სკოლის დერეფანში მოაწყეს ნამუშევრების გამოფენა.
„ვფიქრობთ, ასეთი აქტივობებით შევძლებთ ცნობიერების ამაღლებას და სხვა მოსწავლეების ჩართვას ღონისძიებაში დედამიწის დასახმარებლად“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203