ნახატებში გადმოცემული ემოცია - ბათუმის N22 საჯარო სკოლის პედაგოგის - ელიტა კახიძისა და მისი მოსწავლეების მხარდაჭერა უკრაინას
21-04-2022

ბათუმის N22 საჯარო სკოლის მე-7 „დ“ და მე-7 „ე“ კლასების მოსწავლეებმა უკრაინას სოლიდარობა ღონისძიებით გამოუცხადეს. ბავშვებმა, ბათუმის N22 საჯარო სკოლის მასწავლებელთან - ელიტა კახიძესთან ერთად, სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში, შექმნეს ემოციური ნახატები და ასე შეატყობინეს მსოფლიოს, რომ დგანან უკრაინელი თანატოლების გვერდით და ომის წინააღმდეგ გამოდიან.

ზოგადად, ბათუმის N22 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება ყველაფერს აკეთებს მოსწავლეები მხოლოდ ფორმალური განათლების მიმართულებით კი არ განვითარდნენ, არამედ ჰქონდეთ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ქალბატონი ელიტა კახიძის მიერ ჩატარებული სოლიდარობის აქტი ამის ნათელი დადასტურებაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203