ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, ისაუბრეს დედაენის დღის დაარსების ისტორიაზე, ასევე აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენის დაცვა და გაფრთხილება.
აღსანიშნავია, რომ აქტივობები ღია გაკვეთილის ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.