დედამიწა ჩვენი სახლია - ბათუმის N22 საჯარო სკოლის პედაგოგმა ელიტა კახიძემ, მოსწავლეებთან ერთად, შთამბეჭდავი ღონისძიება ჩაატარა
21-04-2022

ბათუმის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩაატარეს ღონისძიება:. ბავშვებმა უსაყვარლეს მასწავლებლებთან - ელიტა კახიძესთან ერთად, ვრცლად ისაუბრეს დედამიწის არსზე, დანიშნულებასა და ადამიანის როლზე. ყველაფერთან ერთად, პატარებმა მოაწყვეს გამოფენა და კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველას - „დედამიწა ჩვენი სახლია“ და მას გაფრთხილება სჭირდება.

ბათუმის N22 საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში.

დედამიწის დღე კი 1970 წლის 22 აპრილიდან აღინიშნება, ამ დღეს ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად, დედამიწის დღე ერთ-ერთი მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. რომელშიც მსოფლიოს 175 ქვეყნის 17000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203