რუსთავის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბავშვო ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კომპოზიციით წარდგნენ
რუსთავის N17 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს დედაენის დღისადმი მიძღვნილ აქტივობაში.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 14 აპრილს N2 საბავშვო ბიბლიოთეკაში „ნაკადული“ ჩატარდა ლიტერატურული დილა: „ჩვენი ენა ქართული“.
„მე-17 საჯარო სკოლის l კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და საინტერესო კომპოზიცა წარმოადგინეს; ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები მკითხველებად დარეგისტრირდნენ აღნიშნული აქტივობაში ჩართული იყო პედაგოგი ლალი ჯამალაშვილი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: