მარნეულის N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა
21-04-2022

მარნეულის N4 საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში;

მარნეულის N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი, სადაც ბავშვებმა არაერთი თემატური აქტივობა მიუძღვნეს გარემოს დაცვას. ეს გახლდათ პატარების გზავნილი მსოფლიო მოსახლეობას - გარემოს გაფრთხილება სჭირდება.

დედამიწის დღე 1970 წლის 22 აპრილიდან აღინიშნება, ამ დღეს ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად, დედამიწის დღე ერთ-ერთი მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. რომელშიც მსოფლიოს 175 ქვეყნის 17000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203