რუსთავის N5 საჯარო სკოლაში აქტიურად ეწყობა სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტები, კონკურსები და შეჯიბრები - აღნიშნული მიდგომით საგანმანათლებლო დაწესებულება ცდილობს, მოსწავლეებში აამაღლოს სწავლის მოტივაცია. შედეგად მსგავსი აქტივობებით სასწავლო გარემო ყოველთვის აქტიური, მრავალფეროვანი და სახალისოა. როგორც ამჯერად რუსთავის N5 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, სკოლაში ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი „Pen მარათონი 2022“ გაიმართა.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს სიუჟეტი ბოლოდროინდელი ომების შესახებ და შეთავაზებული 5 სხვადასხვა სათაურის მიხედვით ესეები შექმნეს.
1 - მე მირჩევნია თავისუფლება საფრთხესთან საფრთხესთან ერთად, ვიდრე მშვიდობა მონობით;
2 - დიდება ხალხისთვის წამებულ რაიიინდებს;
3 - მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა;
4 - თავისუფლების ფასი მარადიული სიფრთხილეა;
5 - პატრიოტიზმი სულაც არ ნიშნავს, შენ ხარ სამშობლოში, პატრიოტიზმი არის, როცა სამშობლოა შენში.
იხილეთ დეტალურად