დედამიწაზე ზრუნვის მაგალითი - ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნუშის ხეები დარგეს
21-04-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ჯავშანიანის საჯარო სკოლაში სწავლა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან არა მხოლოდ, საგაკვეთილო პროცესში, არამედ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; მით უმეტეს, რომ ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირე1ქცია, პროფესიონალი პედაგოგების მხარდამხარ, მუდმივად ზრუნავს ბავშვების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე.

ახლახან, ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გამწვანების აქციაში, რომელიც დედამიწის დღეს მიეძღვნა. ბავშვებმა დარგე ნუშის ხეები და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ჩვენს დედამიწას გაფრთხილება სჭირდება.

დედამიწის დღე 1970 წლის 22 აპრილიდან აღინიშნება, ამ დღეს ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით, 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად, დედამიწის დღე ერთ-ერთი მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. რომელშიც მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203