აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
21-04-2022
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში სხვადასხვა თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში 20 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
პატარა მოსწავლეებმა მხატვრული ლიტერატურა წაიკითხეს და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს. ასევე, მხატვრულ კითხვაში კონკურსი ჩატარდა და გამარჯვებულებს საჩუქრად საბავშვო ჟურნალები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობებში დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს