თბილისის N21 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა
21-04-2022
თბილისი N21 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის განსაკუთრებული სამზადისია.
სკოლაში ადგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც არაჩვეულებრივი ნამუშევრები გამოიფინა.
ხელოვნების მასწავლებლებმა: თამარ მაისურაძემ, ნინო არონიამ და ლიანა ბერძენიშვილმა დაწყებით კლასებში სხვადასხვა ღონისძიებები ჩაატარეს და მოსწავლეთა ნამუშევრები სკოლის ფოიეში გამოფინეს.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ნამუშევრის შექმნაში უდიდესი შემოქმედებითი ნიჭია გამოვლენილი.