ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მე-2 კლასში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა. მე-2 კლასის მოსწავლებმა აღდგომის შესახებ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს. კლასში ტკბილეული, დეკორაცია და სააღდგომოდ შეღებილი კვერცხები მიიტანეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: