აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში ინგლისური ენის პედაგოგმა საინტერესო სააღდგომო ღონისძიება ჩაატარა
21-04-2022
აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში ინგლისური ენის პედაგოგმა სააღდგომო ღონისძიება ჩაატარა. 

ღონისძიების თემა იყო - We wish you happy Easter. Christ has risen!  truly!

მოსწავლეებმა სააღდგომო ტრადიციების შესახებ ინფორმაცია შეაგროვეს, დაამუშავეს და სხვებსაც წარუდგინეს. მათ ინგლისურ ენაზე იმღერეს და სპექტაკლი „წითელქუდა“ დადგეს. 

მეხუთეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

„მეხუთე კლასში ინგლისური ენის პედაგოგმა ლ.სამუშიამ ჩაატარა სააღდგომო ღონისძიება თემაზე: We wish you happy Easter. Christ has risen!  truly!”,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203