სენაკის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელთა შთამბეჭდავი შემაჯამებელი გაკვეთილი
21-04-2022
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის საინტერესო და ამავდროულად, მხიარული აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი დაუვიწყარი, მხიარული, საინტერესო და ხმაურიანი აქტივობა ჩატარდა. მოსწავლეებმა შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის უკვდავ ნაწარმოებს პეპი გრძელიწინდას შემაჯამებელი გაკვეთილი მიუძღვნეს და სახალისო აქტივობებიც ჩაატარეს.

მესამეკლასელების პედაგოგი კი შორენა ნოდია გახლავთ.

მოსწავლეებმა ნახატები თემაზე: „სტუმრად პეპისთან“, „სასაცილო გოგონა პეპი“, „პეპი და ნელსონი“, „საუკეთესო მზარეული პეპი“, „უბრალოდ პეპი“, „ტომას“, „ანიტა“ და ა.შ. შექმნეს. ასევე, შექმნეს ილუსტრირებული წიგნი „პეპი გრძელიწინდა".

მოსწავლეებმა გაინაწილეს როლები, მოირგეს პეპის კოსტიუმი და მოთხრობიდან გაითამაშეს მათთვის სასურველი ეპიზოდები. შეასრულეს სიმღერა პეპიზე, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და ვიდეო.

აღსანიშნავია, რომ ეს დღე და „პეპი გრძელიწინდა“ ლამაზ მოგონებად დარჩება მათ მეხსიერებაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203