ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია ჩატარდა
21-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ.

სკოლაში დასუფთავების აქცია ჩატარდა, რა დროსაც სკოლა და სკოლის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.

ღონისძიებაში როგორც მოსწავლეები ასევე, პედაგოგები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ მათ არამხოლოდ ტერიტორია დაასუფთავეს არამედ სკოლის ეზოში ახალი ნარგავები და ყვავილები დარგეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203