დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მორიგი წარმატება
21-04-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეები „სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ ოლიმპიადაში ჩაერთნენ, რომლის ფარგლებში დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭიათურის მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდნენ, ხოლო იმერეთის მასშტაბით მე-11 ადგილზე.
ოლიმპიადაში 300 სკოლის 3000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.
2021 წლის სექტემბრიდან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ესტონურ ორგანიზაციასთან Jaan Tõnnissoni Instituut თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს - „სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.
სკოლის დირექტორი დარიკო ხვედელიძე სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს მადლობას უხდის
„ძალიან დიდი მადლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს. მადლობას გიხდით, ჩემი და ჩემი მოსწავლეების სახელით ამ შესაძლებლობისთვის!“, - წერია დირექტორის მიერ გავრცელებულ წერილში.
აღსანიშნავია, რომ რეგიონების მიხედვით, ოლიმპიადაში გამოვლენილი საუკეთესო ათი გუნდისთვის მოეწყობა საზაფხულო ბანაკი, სადაც ეროვნულ დონეზე საუკეთესო სამი გუნდი დასახელდება. გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ სიმბოლურ პრიზებს, ხოლო ფინალისტი 10 გუნდის მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის სასწავლო ვიზიტში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203