თაბაგრების საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
21-04-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღე იზეიმეს. მოსწავლეებმა გარემოსდაცვის მხარდასაჭერი ღონისძებები ჩაატარეს: წარადგინეს პრეზენტაციები და თემის ირგვლივ მოაწყეს ნახატების გამოფენა.

„მოსწავლეებმა  იციან, რომ კავშირი, რომელიც ბუნებასთან, მცენარეებთან და მიწასთან გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203