სარგვეშის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, თამარ მალაღურაძემ მოსწავლეებს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები შესთავაზა
21-04-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლა დედამიწის დღის აღნიშნვას შეუერთდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა თამარ მალაღურაძემ ღია გაკვეთილი ჩაატარა და მოსწავლეებთან ერთად, რამდენიმე საინტერესო აქტივობა განახორციელა.

გაიმართა ვიქტორინა, მონაწილეებმა პასუხები დედამიწის თემაზე დასმულ კითხვებს გასცეს. მოსწავლეებმა თემატური პლაკატები - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“ დაამზადეს. გარდა ამისა, მათ სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორიაც დაასუფთავეს. ასევე მარადმწვანე, მსხმოიარე და ყვავილოვანი მცენარეები დარგეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203