გარემოსდაცვითი დღესასწაული ჩორჯოს საჯარო სკოლაში
21-04-2022

სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებები ყოველდღიურად უფრო და უფრო აშკარა ხდება. დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს - აღნიშნავენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს საჯარო სკოლაში, სადაც გარემოსდაცვითი დღესასწაული შთამბეჭდავად აღინიშნა. 

ამ დღეს აღნიშვნას, როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე მასწავლებლები შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ისაუბრეს პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. შექმნეს ნახატები, პოსტერები. ასევე დაამზადეს პლაკატი - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ღონისძიებაში ჩართულნი, ისინი ხალისით ასრულებდნენ ყველა აქტივობას - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“- ასეთია მათი გზავნილი. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203