ხანდოს საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სოფლის ტერიტორია დაასუფთავეს
21-04-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ერთობლივი ძალისხმევით სოფლის მიმდებარე ტერიტორია საგულდაგულოდ დაასუფთავეს.
ღონისძიებაში სასკოლო საზოგადოება დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოსდაცვითი საკითხები უაღრესად პრიორიტეტულ თემებშია და სწორედ ამიტომ, სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები ხშირად იმართება.