„დეკლამაციის ნაირსახეობები ხილულსა და უხილავში“​ - ჩაისუბნის N2 სკოლის მუსიკის პედაგოგის, შორენა ბერიძის შთამბეჭდავი გაკვეთილი
21-04-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში მუსიკის პედაგოგმა შორენა ბერიძემ საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „დეკლამაციის ნაირსახეობები ხილულსა და უხილავში“ ჩაატარა.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეთავაზებული მუსიკალური ფრაგმენტების საფუძველზე ემსჯელათ დეკლამაციის ნაირსახეობებსა და სხვა მუსიკის გამომსახველობითი ხერხების როლზე ხილულისა და უხილავის გადმოცემაში. მოემზადებინათ პრეზენტაცია, რაც ხელს შეუწყობდა პრეზენტაციის უნარის განვითარებას.

შეთავაზებული გაკვეთილის რეფლექსია იხილეთ ბმულზე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203